leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, რატომ საუბრობს იმავეს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“?

“ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, შეეწინააღმდეგონ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, იმ მტკიცებულებების გამოაშკარავება გრძელდება, რაზეც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში საუბრობდა.

„იმ მტკიცებულებების გამოაშკარავება გრძელდება, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. სამწუხარო მოცემულობა იყო, რაც უკრაინაში ხდებოდა, მაგრამ იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი არ თქვა. ეს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა როცა თქვა, გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს. შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, ახლა კი, ამერიკის პრეზიდენტმა იმ სიმართლეს დაუსვა წერტილი, რასაც ვამბობდით – ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება არარეალისტურია. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, ვიზიტებზეა საუბარი და არავის ახსოვს არც ევროკავშირის ბიუროკრატია და შეიძლება, მხოლოდ უკრაინა ჩართონ მოლაპარაკებების საკითხში. სამწუხაროდ, რისთვისაც უკრაინაში ომი დაიწყო, ნატო-ში შესვლა-არშესვლაზე, უკრაინამ ამაზე უარი მიიღო, რადგან დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატო-ში არ მიიღებს. ამ ფონზე, უკრაინას ამერიკისთვის ნახევარი ტრილიონი აქვს გადასახდელი, დაკარგა ტერიტორიები, ადამიანები და ბუნდოვანი მომავალი აქვს. ეს სამწუხარო მოცემულობა რატომ დადგა, ამაზე პასუხებია გასაცემი. იგივე უნდოდათ საქართველოში. ზელენსკის თავისივე პარტნიორებიც გადაუდგნენ, ჯერ არესტოვიჩი, რომელიც ომისკენ მოგვიწოდებდა, შემდეგ გონჩარენკო. ახლა ეს ორივე ამბობს, რომ უკრაინაში დიქტატურა მყარდება. საქართველოში სწორედ უკრაინიზაცია არ გვინდოდა. სად არიან ის ჟურნალისტები, კითხვას რომ სვამდნენ, უკრაინას გამარჯვებას რატომ არ უსურვებთო? ამ ადამიანებს, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა კიდევ რომ უნდათ. რატომ არ ამბობენ, რა შეთანხმებაა და რას ამბობს ტრამპი? – გვედავებოდნენ, არ გვეთანხმებით, უკრაინა იმარჯვებსო

თურმე უკრაინაში დემოკრატია ყვაოდა და საქართველოში უკან მიდიოდა. გვეკითხებოდნენ, ომი ვის უნდა, რას იგონებთო, აი, ბატონო – ფაქტები. ჩვენი არ სჯეროდათ და ახლა ტრამპის მაინც დაიჯერონ. თუ ჩვენი ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“, მათ შორის ევროკავშირში. სად არიან ევროკავშირის კომისრები და არ საუბრობენ, რომ ომში უკრაინას უნდა დაეხმარონ? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, სად არის ის ხალხი, შეეწინააღმდეგონ განცხადებებს ამერიკის პრეზიდენტისას, რომელმაც უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე პირდაპირ უარი უთხრა?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ