უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრას არ აპირებს.
“უკრაინის პოზიცია უცვლელია. უკრაინა ჯერ ამერიკას უნდა ესაუბროს. ევროპა ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ნებისმიერი სერიოზული საუბრის მონაწილე უნდა იყოს. რუსებთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ შეთანხმებული, საერთო პოზიცია უნდა იყოს. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერი დევს. რუსებთან მოლაპარაკებები მიუნხენში არ იგეგმება”, – თქვა ლიტვინმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს მიუნხენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ.