„იცით, რას გეტყვით? ორშაბათს მოხვალთ საგამოძიებო კომისიაში თეა წულუკიანთან და წვრილად მოჰყვებით, როგორ მოხვდით მანდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:
„აპრაკუნე ჭიმჭიმელები!
იცით, რას გეტყვით? ორშაბათს მოხვალთ საგამოძიებო კომისიაში თეა წულუკიანთან და წვრილად მოჰყვებით, როგორ მოხვდით მანდა.
ასევე წვრილად დაწერთ პასტით ქათქათა ფურცელზე, ერთმა როგორი მონაწილეობა მიიღეთ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობასა და სხვა მაქინაციებში, როგორ აკეთებდით პროვოკაციულ ფილმებს და მეორემ კიდე – როგორი ღვაწლი ჩადეთ „ქართუს” გაკოტრების მცდელობაში.
ამის შემდეგ, დამატებით მოითხოვთ ქათქათა ფურცლებს, პასტებს, წყალს, თუ გინდათ, პაპიროზსაც და დაწერთ, რამდენი ჩაგირიცხეს უცხოელმა ე.წ. პატრონებმა იმ სიბინძურეებისთვის, რაც აქნობამდე აკეთეთ.
მერე, როცა ქათქათა ფურცლებზე „ჩამოკაკლულობას” მორჩებით, კომისიაში კარგად აგიხსნიან, ეს ქვეყანა ვისია.
ჰმ… ბოლო დროს სუ იმას გაიძახიან, ეს ქვეყანა ჩვენიაო.
როგორ, რანაირად არი ამათი, აღარ უშლიან? მა ჩვენი აღარაფერია?
ნახეთ, როგორი ყეყეჩური გამომეტყველება აქვთ, მართლა სჯერათ, რომ საქართველო ამათია და ამიტომაც აქვთ ეგეთი გამომეტყველება.
ვაააახ, კაცოოოო!
ნეტავ ეგეთ რაღაცებს საიდან მაიგონებენ ხოლმე?!” – წერს გელა ზედელაშვილი.