leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: მე მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს, თუმცა ერთი პირობით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან აპირებს შეხვედრას და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მისი ულტიმატუმი დაკმაყოფილდება.

უფრო კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა:

„მე მხოლოდ ერთ რუსს შეხვდები – პუტინს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ, ტრამპთან და ევროპასთან ერთად, საერთო გეგმა გექნება. მაშინ, მე დავჯდები პუტინთან და შეაჩერებთ ომს. მხოლოდ ამ პირობით არ მზად შესახვედრად და არა სხვა რაიმე კომპრომისული პირობებით“.

მისივე თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ რომ აშშ არა შუამავალი, არამედ მათი მომხრე იყოს.

„ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი. ჩვენ გვჭირდება, რომ აშშ ჩვენს მხარეს იყოს“, – ამბობს ზელენსკი. 

ასევე იხილეთ