leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო ყოფნის შემცირებას, როგორც რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილს, ჰეგსეტმა უპასუხა, რომ აშშ „ერთგულია ნატოს ალიანსის მიმართ“, თუმცა მიანიშნა, რომ აშშ-ის მომავალ სამხედრო ყოფნაზე ევროპაში შესაძლებელია მსჯელობა.

„კონტინენტზე ამერიკული ჯარების რაოდენობა მნიშვნელოვანია. რა მოხდება 5 ან 10 ან 15 წლის შემდეგ არის უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი, რომელიც ასახავს საფრთხის დონეს, ამერიკის პოზიციას და ჩვენს საჭიროებებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

„ამიტომაც არის ჩვენი გზავნილი ასე მკვეთრი ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის: ახლა არის ინვესტიციების დრო, რადგან ვერ დაუშვებთ, რომ ამერიკის ყოფნა სამუდამოდ გაგრძელდება“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ