leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ არჩევნებზე სასაუბროდ, თუმცა უკრაინელებს ეს არ სურთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა არჩევნებზე სასაუბროდ, თუმცა უკრაინელი ხალხი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, საომარი მდგომარეობის გაუქმების გამო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

“კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. მზად ვარ არჩევნებზე სასაუბროდ, თუმცა უკრაინელებს ეს კატეგორიულად არ სურთ, რადგან ეშინიათ, რომ გაუქმდება საომარი მდგომარეობა, ჩვენი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან და პუტინი მთელ ჩვენს ტერიტორიას დაიკავებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ერთიანობის შენარჩუნება.

რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოებას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების საფუძველი.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ბირთვი უნდა იყოს ნატო-ს წევრობა. თუ ეს არა, მაშინ ისეთი პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს აქ, უკრაინაში, სხვა ნატო ავაშენოთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ასევე იხილეთ