ოლაფ შოლცი: ჩვენ არ შევეგუებით, რომ ადამიანები, რომლებიც გერმანიას გარედან უყურებენ, ერევიან ჩვენს დემოკრატიაში

“ჩვენ არ შევეგუებით, რომ ადამიანები, რომლებიც გერმანიას გარედან უყურებენ, ერევიან ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დემოკრატიულ პროცესში”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ევროპაში სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ სხვებს თავს ისე არ დაესხათ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდეს. ჩვენ არ შევეგუებით, რომ ადამიანები, რომლებიც გერმანიას გარედან უყურებენ, ერევიან ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დემოკრატიულ პროცესში. არ დავთანხმდებით იმას, რომ პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში ჩაერიონ. თავად ვწყვეტთ რა ხდება ჩვენს დემოკრატიაში”,– აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – “სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით, ვშიშობ, უკუსვლას განიცდის”.