ოლაფ შოცმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის “ერთიანობის ცენტრის” შექმნის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის “ერთიანობის ცენტრის” შექმნას ითვალისწინებს.
“ერთიანობის ცენტრი”, რომელიც ბერლინში გაიხსნება, ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საკონტაქტო პუნქტის ფუნქციას შეასრულებს.
2022 წლიდან გერმანიამ უკრაინიდან, დაახლოებით, 1.2 მილიონი ლტოლვილი მიიღო.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანობის ცენტრი” უზრუნველყოფს კულტურულ ღონისძიებებს, ენის კურსებს, ასევე დაეხმარება ლტოლვილებს, როგორც უკრაინაში, ისე გერმანიაში დასაქმების საკითხებში.
ცენტრი ასევე გასცემს კონსულტაციებს უკრაინაში ნებაყოფლობით დაბრუნებისა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის შესახებ.
ბერლინში ერთიანობის პირველი ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
ცნობისთვის, შოლცისა და ზელენსკის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.