ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლიეტუვა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.