leaderboard_below_slide
left_sabechdi

 გურამ მაჭარაშვილი: ეჭვი არავის ეპარება, რომ საგამოძიებო კომისიის მტკიცებულებებით სავსე დასკვნა “ნაცმოძრაობის” გაუქმების საფუძველი გახდება

“ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გამოავლენს თუ რა დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდა ქვეყანაში წინა ხელისუფლება.

“ამ კომისიის უპირველესი მიზანი არის სამართლებრივი დასკვნა დავდოთ, მტკიცებულებებით სავსე, სადაც შეფასდება 2003-2012 წლებში “ნაცმოძრაობის” რეჟიმი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს დასკვნა გახდება საფუძველი ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების. გამომდინარე აქედან, თავად ეს პროცესი იქნება საინტერესო. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მორგ ჯერზე შეახსენებენ საზოგადოებას თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

ასევე იხილეთ