leaderboard_below_slide
left_sabechdi

მელანი ჟოლი: “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინელებმა მიიღონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას უკრაინისთვის ძლიერი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. გადაწყვეტილება მოიცავს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარმართავს მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

“ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის მაგიდასთან ყოფნის მნიშვნელობაზე, ასევე მოკავშირეების, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპისა და კანადის. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინელებმა, რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის და ჩვენთვისაც, მიიღონ სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა,მელანი ჟოლიმ.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს.

“დიდ შვიდეულში” რუსეთის დაბრუნების საკითხზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ეს საკითხი არ განუხილავთ.

“არა, ჩვენ ეს არ განგვიხილავს და მე გეუბნებით კანადის პოზიციას – ეს არანაირად არ მოხდება”, – აღნიშნა მელანი ჟოლიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის დაბრუნება “დიდ შვიდეულში” და მოსკოვის გარიცხვა შეცდომა იყო.

ასევე იხილეთ