leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჟან-ნოელ ბარო: ევროპას მოუწევს რთული არჩევანისა და მსხვერპლის გაღება არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

Mass Image Compressor Compressed this image. https://sourceforge.net/projects/icompress/ with Quality:80

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს რთული არჩევანისა და მსხვერპლის გაღება არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ბარომ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამერიკის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აყალიბებს თავის პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვსაუბრობთ ადმინისტრაციაზე, რომელიც სამი კვირაა, რაც მოვიდა და რომელიც აყალიბებს თავის მსჯელობას ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონულ კრიზისზე. შეერთებული შტატების სურვილი, როგორც ეს მარკო რუბიომ გამოხატა, არის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, რაც გულისხმობს, რომ მას უნდა ახლდეს უსაფრთხოების გარანტიები”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ