leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკო რუბიო თელ-ავივში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თელ-ავივში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მდივნის რანგში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუბიო მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება. დეპარტამენტის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხება „ჰამასის“ მიერ დაკავებულ მძევლებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და ირანს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე, შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ – 369 პალესტინელი პატიმარი.

მარკო რუბიო საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც გაემგზავრება.

ასევე იხილეთ