ლევან მაჭავარიანი: ბატონი დავით ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ეს უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს

“მოგეხსენებათ, რომ ბატონი (დავით) ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ეს უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე პასუხს სცემს”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
“ასევე, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ გავიხსენოთ, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა დაავალა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს რეგიონული ტურნე, ბატონი ჯუღელიც მონაწილეობდა ამ ტურნეში და ასევე ქალბატონი ჯაფარიძის ძალიან ახლო მეგობარია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა აქ კითხვის ნიშანი არც არსებობს. ეს თემა ჩვენ ძალიან გვაგონებს თეთრიწყაროს მოსამართლის თემას, რომელმაც აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე გახლდათ “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ის თავის მეუღლეს შემდეგ პოსტებსაც უძღვნიდა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მე შენ მარწყვის ტორტს დაგახვედრებ სახლშიო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.