რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამერიკული მხარის ინიციატივით, მარკ რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ლავროვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთობის გაუმჯობესების გზები და დიპლომატიური მისიების მუშაობის აღდგენის საკითხი განიხილეს. ასევე, იმსჯელეს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონულ საკითხებზე.
“ლავროვმა და რუბიომ დაადასტურეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ პრეზიდენტების მიერ დასახული ტონის შესაბამისად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენაზე. შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტებზე, მათ შორის რუსულ-ამერიკული უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებლად”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.