საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს საგანგებო სამიტზე იწვევს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ იტყობინება. გამოცემის ცნობით, სამიტი პარიზში, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება და მასზე იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ევროპა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის გამო დადგა ევროპასთან მიმართებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ პარიზში ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება. ევროპული გამოცემები წერენ, რომ სტარმერი მომდევნო კვირას დონალდ ტრამპსაც შეხვდება და მას პარიზის შეხვედრის გზავნილებს შეატყობინებს. პარიზში, სავარაუდოდ, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერებიც არიან მიწვეულები.