leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭირო სამი ეტაპი დაასახელა

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინაში ომის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭირო სამი ეტაპი დაასახელა. 

„პირველი ფაზა – ეს არის წინასწარი მოლაპარაკებები, და ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავაიარაღოთ უკრაინა და მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე. ეს მოიცავს სანქციებს და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას, რათა უკრაინამ ეს მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან დაიწყოს”, – განაცხადა ფინეთის ლიდერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მეორე ეტაპი, მისი თქმით, არის უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სტუბის აზრით, ზავი უნდა დაიდოს შეხების ხაზზე საერთაშორისო კონტროლის განხორციელებით. გარდა ამისა, მეორე ეტაპზე, სტუბის აზრით, უნდა განიხილებოდეს სამშვიდობო პროცესის პარამეტრები, ტყვეების დაბრუნება და სანქციების საკითხები. მესამე ეტაპი, როგორც სტუბი ამბობს, უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც შეეხება რეკონსტრუქციასა და ტერიტორიულ საკითხებს.

მისივე თქმით, უკრაინის უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, განხილვას არ ექვემდებარება. ასევე, სტუბის აზრით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს არანაირი გავლენა იმაზე, თუ როგორი იქნება ევროპული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა.

ასევე იხილეთ