leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინგა ბერიკაშვილი: ნაცი და ადამიანი? არასოდეს!

„ეს ის მოსამართლეა, ვინც მიშას რეჟიმის დროს მცირეწლოვნებს და არასრულწლოვნებს ციხეში უშვებდა, თან შეჯრებითობის პრინციპით!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი წერს:

„ბევრს არ დავწერ, არ მაქვს ახლა ამისი დრო!

ეს ის მოსამართლეა, ვინც მიშას რეჟიმის დროს მცირეწლოვნებს და არასრულწლოვნებს ციხეში უშვებდა, თან შეჯრებითობის პრინციპით!

მაგალითად, საქმე მქონდა, ბავშვმა სამშენებლო ბლოკები მოიპარა რკინის ურიკით და თითოეულ გზაზე 3 წელი მიუსაჯა, თუ სწორად მახსოვს, ჯამში 27 წელი დაუგროვა და მერე ვითომ იკაცა და 12 წელზე ჩამოვიდა. თან საქმეში მარტო პოლიციის ჩვენება იდო. თუ დრო მქონდა, მოვიძიებ ამ საქმეებს, არ გადამიყრია, დღეში სამჯერაც მქონია პროცესი ამასთან სისხლიანი რეჟიმის დროს!

ნაცი და ადამიანი? არასოდეს!!!

ახლა თუ ძველ საქმეებს გამოიძიებთ, მარტივად წაუყენებთ ბრალს მას…” – წერს ინგა ბერიკაშვილი.

 

ასევე იხილეთ