leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი უკრაინის ომზე: მთავარი ამოცანა იყო, რომ რუსეთს თავისი ძალების დივერსიფიცირება მოეხდინა საქართველოს მიმართულებით

„მთავარი ამოცანა რასაკვირველია იყო ის, რომ რუსეთს თავისი ძალების დივერსიფიცირება მოეხდინა საქართველოს მიმართულებით. დაიწყებოდა ეს ეკონომიკური ბრძოლიდან, თუ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე გადავიდოდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ნგრევის პროცესი იქნებოდა შეუქცევადი. აი, ამას გადავრჩით, მაგრამ ზეწოლა დღემდე გრძელდება, ეს განსაცდელი ჯერჯერობით არ არის უკან მოტოვებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ რუსეთ – უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

გიორგი ვოლსკიმ ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზეც ისაუბრა.

„მოუწოდა, რომ ძალისმიერი მეთოდით მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება. პირდაპირ ეს სიტყვები არ იყო გამოყენებული, მაგრამ შედეგი ამას მოჰყვა ის, რომ ელჩი გაიწვიეს საქართველოდან და თვითმფრინავები გამოგზავნეს ისე, რომ ხელისუფლებას არც არაფერი ჰკითხეს, სპეციალურად ვითარების ესკალაციისათვის.

ჩვენ გვეყო იმის გონიერება, რომ უარი ვუთხარით ამ ჩარტერული რეისების მიღებაზე, რომელშიც უნდა ჩატვირთულიყო სამხედრო დახმარების საკმაოდ დიდი ტვირთი და ორგანიზებულად უნდა მომხდარიყო მოხალისეების გაგზავნა საომრად.

ეს რასაკვირველია პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას. შემდეგ იყო მოწოდებები, რომ ბომბების ჩამოცვენა ჯობია, ვიდრე სირცხვილი, რომ შენ ომში არ ერთვები. რომ ომი აუცილებელია, ომი გვინდა, რომ ეს არის ფანჯარა შესაძლებლობების, რომ ჩვენ უნდა დავიძრათ აფხაზეთისაკენ და ცხინვალისაკენ. ეს ყველაფერი იყო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ