„ყველაზე მთავარი იყო – ჩვენ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა, ახალგაზრდები არ დაღუპულიყვნენ და ჩვენი ქვეყანა არ განადგურებულიყო, აი, ამას გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სწორმა პოლიტიკამ ქვეყანა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„იმდენად ძლიერი იყო ეს პროპაგანდა ოპოზიციის მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან, ზოგადად მსოფლიოში იმდენად ძლიერი იყო ეს პროპაგანდა, რომ გარკვეული ნაწილი საზოგადოების არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც რაღაც გარკვეულ შეცდომაში შევიდა იმიტომ, რომ საინფორმაციო ომი იყო. ყველაზე მთავარი იყო – ჩვენ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა, ჩვენი ახალგაზრდები არ დაღუპულიყვნენ და ჩვენი ქვეყანა არ განადგურებულიყო, აი, ამას გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სწორმა პოლიტიკამ ქვეყანა“, – აღნიშნავს კირცხალია.
ცნობისთვის, ერთ კვირაში 23 თებერვალს 3 წელი სრულდება რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან.