leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვატო შაქარიშვილი: მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გაჩნდა გაცხოველებული ინტერესი საქართველოს ომში ჩართვის

„მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გაჩნდა გაცხოველებული ინტერესი საქართველოს ომში ჩართვის, სწორედ მაშინ მოვიდა აგენტურული ქსელი სრულმასშტაბიან მოქმედებაში”, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდეგ, საქართველომ გადაიტანა არაერთი ფაზა პროცესებისა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას.

„ყველაზე გადამწყვეტი ფაზა, შეიძლება ასე ითქვას, იწყება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს განსაზღვრული ფუნქცია, რომელიც ქვეყნის გარედან ჩვენს ქვეყანას განუსაზღვრეს კონკრეტულმა ძალებმა, „დიფ სთეითმა“, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა.მაშინ გაჩნდა გაცხოველებული ინტერესი საქართველოს ომში ჩართვისა და საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის.

სწორედ მაშინ მოვიდა ეს აგენტურული ქსელი სრულმასშტაბიან მოქმედებაში და გამოაშკარავდა ამ ქსელის თითოეული წარმომადგენელი. ეს ქსელი ამოქმედდა სრული მასშტაბით და სრულიდატვირთვით. მას შემდეგ საქართველომ გადაიტანა არაერთი ფაზა პროცესებისა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს ერთი ადგილი, საიდანაც ხდება კონკრეტული დავალებების გაცემა და ამას კოორდინაციის არნახული ხარისხი ადასტურებს.

„რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად, ვნახავთ, რომ სახეზე გვაქვს კოორდინაციის არნახული ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ადმინისტრაციის, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, NGO-ების, მედიების, ე.წ think thank-ების, ყოფილი თუ მოქმედი ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ არსებობს ერთი ადგილი, საიდანაც ხდება კონკრეტული დავალებების გაცემა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეულობით ადამიანი მოქმედებდა სინქრონულად, მათი მესიჯ ბოქსი მათი ე.წ. ვორდინგი, შინაარსი მათი განცხადებებისა იყო აბსოლუტურად ანალოგიური“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ასევე იხილეთ