leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აკნინებს მათსავე რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  მათი ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აკნინებს მათსავე რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში.

დეპუტატის თქმით, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„რაც ჩაიტანეს ბატონმა გვარამიამ, ბატონმა ჯაფარიძემ, ფაქტობრივად, იმისი ქოფიფეისტი გააკეთეს და ის დოკუმენტი დადეს, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არ ეფუძნება მტკიცებულებებს. ის პუნქტები, რომელსაც გვიწერენ – იგივე მიხეილ სააკაშვილის გამოშვება თითქოს იგი პოლიტიკური დევნილია, არ ცნობენ ეუთო/ოდირის დასკვნასაც და ამბობენ ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტების გარეშე, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი დამოკიდებულება არის და პირველ რიგში, ეს აკნინებს მათსავე რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

ასევე იხილეთ