„რა რიტორიკაც ისმის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელმძღვანელობიდან, ეს არ არის რიტორიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ან წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარმოიქმნა. ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტენდენციები, რამაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში მოიყვანა კონსერვატიული ძალა, რომელიც საღად აფასებს მოვლენებს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე საუბრისას.
„მათ შორის ანომალიურ მოვლენებს, ომებს მსოფლიოში, რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს მათ შორის ამერიკისთვის, არც ევროპისთვის და არც მთელი მსოფლიოსთვის. რომ არაფერი ვთქვათ მუდმივ ტურბულენტობაზე. გაურკვეველია რა მიმართულებით ვითარდება ზოგადად მსოფლიო და რა გვინდა ჩვენ ჩვენი მომავლისგან.
ის ძალა, რამაც ტრაპი ხელისუფლებაში მოიყვანა, ამგვარი ტენდენციები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც იკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ ძალთა ბალანსი კონსერვატიულ და ლიბერალ ძალებს შორის, ნეოლიბერალურ ძალებს შორის გარკვეულწილად იცვლება. ეს ცხადი გახდა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ შიდასახელმწიფოებრივ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც სწორედ ამ ტიპის კონსერვატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს.
ყველაზე მთავარი არის ის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ეს ტენდენცია არის მზარდი. ამ ტენდენციის ერთადერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ სხვადასხვა ერები სულ უფრო მეტად ხედავენ იმ საფრთხეებს, რომელიც შესაძლებელია მომდინარეობდეს გარე ფაქტორებიდან. ეს არ არის აუცილებელი იყოს სამხედრო ჩარევა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ჰიბრიდული ზეგავლენა თითოეული სახელმწიფოს შიგნით, მისი სუვერენიტეტის საფუძვლების შელახვასთან დაკავშირებით.
ეს ტენდენცია აუცილებლად მზარდი იქნება, ეს არის გარდაუვალი. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება, ჩვენ უკვე ამის აქტიური მომსწრენი ვართ და ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, ევროპაშიც ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს საღი აზრი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.