leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: საზოგადოებაში გაუფასურდა რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუციებისადმი

„არ შეიძლება ევროპარლამენტი ემუქრებოდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც სურს მასში გაერთიანება, რომ მე შენ დაგსჯი, თუ შენ არ აირჩევი მას, ვისაც მე გეტყვი – ეს არ არის ევროპული ღირებულება, ეს ჩვენ გვახსენებს იმ დამოკიდებულებას, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვს ჰქონდა წევრი სახელმწიფოების მიმართ, რაც არც ჩვენ და არც ევროკავშირის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში გაუფასურდა რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუციებისადმი.

„ჩვენი იმ თაობის ადამიანები ვართ, ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა და ჩვენთვის ნათელი წერტილი იყო ევროპული ღირებულებები და ევროკავშირი, ამის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლისკენაც სწრაფვა იყო ჩვენი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მთავარი მიზანი, რაც ჩვენ მოგვანიჭებდა ეკონომიკურ წინსვლას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს გადაჭრიდა. ჩვენ ასეთი განცდებით ვიყავით ამ ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინსტიტუციების მიმართ.

შემდგომი პერიოდი ჩვენ გვახსოვს 90-იანები, შეშფოთებები, მერე 2008 წელი, როდესაც უკვე ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და ეკონომიკური ემბარგოსი, ჩვენ შეშფოთება-აღშფოთების გარდა არაფერი მივიღეთ, რომ არაფერი ვთქვათ ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. ჩვენთვის ეს ნარატივი, რაც ევროკავშირმა ბოლო წლებში შექმნა, პრაქტიკულად დაკავშირებულია თვითონ ევროპული ღირებულებების გაუფასურებასთან და მე ეს ძალიან მწყინს.

მე პირადად ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მეტი არაფერი მიკეთებია თუ არა ევროპულ ღირებულებებთან დაახლოება და ჰარმონიზაცია ჩვენი ეროვნული რეგულაციების იქნება თუ სხვადასხვა პრაქტიკული მიმართულებები. შესაბამისად, გაუფასურდა ადამიანების რწმენა ევროპული ღირებულებებისადმი, ევროპული ინსტიტუციებისადმი. იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურებული ევროპარლამენტარები, რომლებიც ჯერ ერთი იღებენ უტოპიურ რეზოლუციებს, რაც არ შეესაბამება თვითონ ევროკავშირის სამართალს. ეს არის გაცვეთა თვითონ ევროპული არა თუ ღირებულებების, არამედ იმ სამართლის, რომელსაც ევროკავშირი ემყარება. არ შეიძლება ევროპარლამენტი იღებდეს ისეთ რეზოლუციას, რომელიც ზუსტად იცის, რომ ვერ აღსრულდება, თუნდაც სანქციებთან მიმართებით. არ შეიძლება ევროპარლამენტი ემუქრებოდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც სურს მასში გაერთიანება, რომ მე შენ დაგსჯი თუ შენ არ აირჩევ იმას, ვისაც მე გეტყვი. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ეს დაახლოებით ჩვენ გვახსენებს იმ დამოკიდებულებას, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვს ჰქონდა წევრი სახელმწიფოების მიმართ, რაც ჩვენ არ გვინდა, რაც არ უნდა ასევე ევროკავშირის ამ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.

ყველაზე ცუდი, მათ შორის ამ უტოპიური რეზოლუციისა, სადაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, თურმე სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ისე დაამთავრა ხუთწლიანი თუ ექვსწლიანი საპრეზიდენტო მმართველობა, რომ ქართული ენა ვერ ისწავლა ბოლომდე, რომელიც გვასწავლის, რომ თურმე ჩვენზე რუსეთი ახდენს გავლენას და მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ, თვითონ სადღაც პარიზში ბრძანდებოდა და ამ არ შეწუხებულა ასე ვთქვათ ამ ომის პერიპეტიებით. როდესაც ასეთ რამე გესმის ევროპარლამენტარისგან, ბუნებრივია, ცვდება ეს რწმენა“, – აღნიშნა ბითაძემ.

ასევე იხილეთ