leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: ამ გადაგვარებული ევროპული ბიუროკრატიის სახე არის სამი პერსონაჟი საქართველოში: გერმანიის ელჩი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და სალომე ზურაბიშვილი

„მერამდენედ დადასტურდა უკვე სახარებისეული სიბრძნე, რომ „არ არის დაფარული, რომ არ გაცხადეს“. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადდება. მე ვფიქრობ, რომ იმ დროს, როდესაც არმაგედონით გვემუქრებოდნენ, სრული აპოკალიფსი მიიღეს და აი ამ პორნო ლიბერალიზმის ჩამონგრევა მოხდა მსოფლიოში”, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ევროპარლამენტარებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მადლობა ღმერთს, იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა ამ გარყვნილი, გადაგვარებული ბიუროკრატიის ხელში, რომელსაც ვხედავდით ევროკავშირში. ამ სტუდიაში არაერთხელ იყო ამ თემაზე ლაპარაკი და არა მარტო მე და თქვენც, უამრავი სპიკერი იყო, ვინც საუბრობდა იმის შესახებ, რომ სრულიად დაკარგა სახე ამ დაწესებულებამ, ამ ბიუროკრატიულმა ჭაობმა. ამის ნათელი მაგალითია ის რეზოლუციები, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან მიმართებაში.

აქ პირდაპირ ითქვა, პირდაპირ თქვა ვენსმა, რომ თავის თავს უფლებას აძლევენ სადღაც არჩევნები გააბათილონ ან გააუქმონ, ახალი არჩევნები დანიშნონ და ა.შ. მაშინ, როდესაც ამას ლაპარაკობენ პატარა საქართველოს წარმომადგენლები, ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ როდესაც ამას ლაპარაკობს ჰეგემონიის წარმომადგენელი და ამერიკის შეერთებული შტატები, შემიძლია გითხრათ, რომ 25 დღეში ინაუგურაციის მერე, რაც მოასწრო ტრამპის ადმინისტრაციამ, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა ამის განხორციელება. თავდაყირა დააყენეს მსოფლიოში ყველაფერი და რაც მთავარია მთლიანად გააშიშვლეს ის უბედურება, რაც დაატყდა ევროპას, ამ ევროპული ბიუროკრატიის სახით.

ამ გადაგვარებული ევროპული ბიუროკრატიის სახე არის სამი პერსონაჟი საქართველოში, ესენი არიან: გერმანიის ელჩი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და სალომე ზურაბიშვილი, გადაგვარებული ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. საკმარისია ამ სამი პერსონაჟის ნამოქმედარი გააერთიანო, რომ მიხვდე რა დღეშია ევროპა. ეს არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სამშობლო არ არსებობს და ეს არის მხოლოდ ასპარეზი“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ