leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: კორუფციამ შეჭამა, ჭაობად აქცია ევროპა

კორუფციამ შეჭამა, ჭაობად აქცია ევროპა – სრულ პოლიტიკურ შიზოფრენიაში არიან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლიდერი იყოს ადამიანი, ვის ქმარსაც 200 მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან.

„კრახია სრულია ევროპის. სად არის ევროპა? ჯერ ეს ერთი, ისედაც სად იყო ევროპა? არის ასეთი – „მეფე შიშველიაო“, ეს ცნობილი მოთხრობაა, კლასიკაა, აქამდეც შიშველი იყო, ყველა ხედავდა, მაგრამ ახლა თქვა ამან, ეს მეფე შიშველია, დამთავრდა! რას წარმოადგენს მაკრონი? წარმოიდგინე, მაკრონის მთავრობის თავდაცვის მინისტრი იძახის, რომ ჯარს გააგზავნიან უკრაინაში და გრენლანდიაში. ე.ი. ერთდროულად ომს აპირებს პუტინთან და ტრამპთან. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება გაიშიფროს? სრულ პოლიტიკურ შიზოფრენიაში არიან, ჰო?! რა განცხადებებს აკეთებს კაია კალასი? ნუ საერთოდ ეს ხომ, უბედური შემთხვევაა. შეიძლება ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლიდერი იყოს ადამიანი, ვის ქმარსაც 200 მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან?! რომ ჰკითხეს, თქვა – არ ვიციო. შენ თუ ის არ იცი შენი ქმარი რას აკეთებს, ის როგორ უნდა იცოდე ევროპაში ან მსოფლიოში რა ხდება?! ეს ხომ აბსურდია სრული. ან ფონ დერ ლაიენი, რომლის წინააღმდეგ აღძრულია საქმე როგორც ბრიუსელში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ, რომ მაგის ქმარი, რომელიც აფთიაქის გამგე იყო, ცოტა ვუტრირებ, გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში, იმ ხელშეკრულების შედეგად, რომელიც მან „ფაიზერთან“ გააფორმა 40 მილიარდიანი, ამ „ფაიზერის“ დირექტორატში აღმოჩნდა. მაგას ლაპარაკობდა ვენსი, რომ კორუფციამ შეჭამა, ჭაობად აქცია ევროპა. ამიტომ აგერ გამოვიდა ის სპეცწარმომადგენელი და თქვა, რომ ევროპის ადგილი მოლაპარაკებებში არ არის, უკრაინის ომის თემას ვგულისხმობ“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მან ასევე ისაუბრა ტრამპის პოლიტიკაზე და უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ.

„სულ ვუყურებდი, რა გუნდი შეაგროვა ტრამპმა. მან რამდენჯერმე განაცხადა და მე ამის ღრმად მჯერა, რომ მე ღმერთმა ტყუილად არ გადამარჩინაო, მე მისიით ვარო. ნახე ვინ აირჩია, თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების, შვიდი შვილის მამაა. აი, ფსიქოლოგიურად წარმოიდგინეთ, შეიძლება, რომ 7 შვილის მამას ომი უნდოდეს? არ შეიძლება! ე.ი. იმას ომი არ უნდა. რატომ ეწინააღმდეგებიან ესენი? რატომ იკლავენ თავს იარაღი- იარაღიო? მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, ამ ევრობიუროკრატიიდან, არანაირი სხვა სიტყვა, გარდა იარაღი უკრაინას, არ ყოფილა. რა იარაღი, ვერ ხედავთ, დაანგრიეს, დაწვეს, გაანადგურეს ეს ქვეყანა. ხედავენ ამას და მაინც იარაღი… აი, ეგ არის ფილოსოფია დღევანდელი ბიუროკრატიის. ამიტომ ამ ბიუროკრატიას მომავალი არ აქვს, ევროკავშირს მომავალი არ აქვს. იქ, სადაც სიბნელეა და რასაც მომავალი არ აქვს, იქით გზა არ არსებობს, გზა არის ახალი მსოფლიოსკენ და ეს მსოფლიო, აი, ნახავთ ძალიან მალე შედგება იალტა. მე ვფიქრობ, რომ ეს იალტა, ახალი იალტა შედგება მოსკოვში 9 მაისს, სადაც სიძინ პინმა უკვე დაადასტურა თავისი ასე ვთქვათ ყოფნა. მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტიც და თქვა კიდევაც, რომ ჩვენ ვიზიტები უნდა გავცვალოთ. პირველი ვიზიტი ალბათ არაბეთში მოხდება და ნამდვილად მოხდება იმიტომ, რომ გადაწყვეტილება, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს, არის ცალსახად მყარი ამერიკაში. იგივე განწყობა არის რუსეთში ცალსახად, აღარ უნდათ რუსებს ეს ომი, ნათელია. ბუნებრივია ჩინელებსაც არ უნდათ, რად უნდათ?! ამიტომ ეს ვითარება უკვე მომწიფდა და ნათლად ჩანს. მესამე იალტა შედგება, უბრალოდ ჩერჩილის მაგივრად მაო ძედუნი იჯდება იმ ფოტოში“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ