კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად შეხვედრები კავთისხევის, კოდისწყაროს და ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩაატარა.
მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ და მათთვის პრიორიტეტული პროექტებიც აირჩიეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.