ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ჯაფარეული-ახალშენის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას – სოფელ ნატანებში, ჯაფარეული – ახალშენის გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 4 900 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები წლის ბოლომდე დავასრულებთ. პროექტის ბიუჯეტი 2 467 933 ლარს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.