leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელთა მოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფო ინტერესები და საერთაშორისო იმიჯი, რომლის აღდგენა და გამოსწორება „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში მოხერხდა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის გამოკითხვას ეხმიანება, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან და სკანდალურ საკითხზე ისაუბრა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სკანდალურია „ისკანდერის“ ეპიზოდი – წინა ხელისუფლებამ ოქროს მტკიცებულების არათუ საქმიდან, არამედ საქართველოდან გაქრობა „მოახერხა“, რითაც ქართულ მხარეს დავის შესაძლებლობა წაართვა. მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა „ისკანდერის“ ფრაგმენტების მოპოვება და სასამართლოსთვის მტკიცებულების სახით წარდგენა.

მანვე აღნიშნა, რომ გამაოგნებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი – საჩივარი შეტანილი იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ და არა რუსეთ/საქართველოს წინააღმდეგ.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის გამოკითხვა მოხდა, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან და სკანდალურ საკითხზე ისაუბრა. საუბარი ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომს და ომის შემდგომ პერიოდს შეეხო, სადაც მკაფიოდ იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელთაც მერკანტილური მიზნებით მოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფო ინტერესები და საერთაშორისო იმიჯი, რომლის აღდგენა და გამოსწორება „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში მოხერხდა.

რამდენიმე საკითხი საგულისხმოა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მაგალითად, ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ორი მეტად მნიშვნელოვანი პუნქტი გვხვდება: მე-5 პუნქტი – სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვით.

მე-11 პუნქტი – ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები. აღნიშნულ რეზოლუციას რუსეთი არ დაეთანხმა, მაგრამ მას დაეთანხმა ქართული მხარე და ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას ხელი მოაწერა!

სკანდალურია „ისკანდერის“ ეპიზოდი, წინა ხელისუფლებამ ოქროს მტკიცებულების არათუ საქმიდან, არამედ საქართველოდან გაქრობა „მოახერხა“, რითაც ქართულ მხარეს დავის შესაძლებლობა წაართვა, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ისკანდერის ფრაგმენტების მოპოვება და სასამართლოსთვის მტკიცებულების სახით წარდგენა. რთული წარმოსადგენი არ არის, ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქმიდან „ისკანდერის“ გაქრობა. საქმეზე, მისი მტკიცებულების სახით არდართვა, რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს…

გამაოგნებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საჩივარი შეტანილი იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ და არა რუსეთ/საქართველოს წინააღმდეგ! საია-ს საქართველოში საქმიანობის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს, რადგან დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და იბრძვიან!

იმედს გამოვთქვამ, საგამოძიებო კომისია პირუთვნელ სიმართლეს დაადგენს, და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელთაც პირადი და სხვა ქვეყნის ინტერესები, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ