საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ინოვაციურ სამეცნიერო კვირეულს გამართავს. კვირეული მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს, ბიოტექნოლოგიების შესახებ მეტი გაიგოს და მცენარეთა კვლევის უახლეს მიღწევებს გაეცნოს.
ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, მსურველები შეისწავლიან DNA-ის გამოყოფას მცენარეული მასალიდან, მიკროსკოპით კვლევას, არბოტომის პრაქტიკულ გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკაში.
კვირეულის მონაწილეები ასევე, მიიღებენ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, ექნებათ წვდომა უფასო საგანმანათლებლო მასალებთან.
პროგრამა, რომელიც მარტიდან დაიწყება, განკუთვნილია X-XI-XII კლასის მოსწავლეებიისთვის, ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, ასევე, ბიოლოგიით, ტექნოლოგიებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/kZvfz
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 77 07 93, natalia.kharabadze@gmail.com