leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე: არაა საკმარისი, კომისიამ მხოლოდ გახმაურებული და საზოგადოებისთვის ცნობილი საქმეები გამოიძიოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ის საქმეები გამოიტანონ სააშკარაოზე, რომლებზედაც ფართო საზოგადოებამ ბევრი არ იცის

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დანაშაულების სტატისტიკაზე კომენტირებისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ზღვა ინფორმაციაა დამუშავებული, სტატისტიკის მიღმა, ყველანი კარგად ვხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას, რამდენი წართმეული სიცოცხლე, ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მხოლოდ ნაცნობი და უცნობი საქმეების გამოძიება შექმნის სრულყოფილ სურათს თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა “ნაცების” რეჟიმი, რომლის არცერთ წარმომადგენელს არ მოუნანიებია ჩადენილი.

„ადრეც ვთქვი, და ახლაც გავიმეორებ, არაა საკმარისი კომისიამ მხოლოდ გახმაურებული და საზოგადოებისთვის ცნობილი საქმეები გამოიძიოს, თუმცა ესეც აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ის საქმეები გამოიტანონ სააშკარაოზე, რომლებზედაც ფართო საზოგადოებამ ბევრი არ იცის. მხოლოდ ნაცნობი და უცნობი საქმეების გამოძიება შექმნის სრულყოფილ სურათს თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა “ნაცების” რეჟიმი, რომლის არცერთ წარმომადგენელს არ მოუნანიებია ჩადენილი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ