ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს: 850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ – ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი

„850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ – ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა.
ქადაგიძის თქმით, 1 120 000 ხმა ბევრად მეტია და როგორ ბედავს ოპოზიცია, რომ უმრავლესობის ნება უგულებელყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით, არჩევანი წაართვას უმრავლესობას.
„850000 ადამიანმა ხმა მისცაო…
ანუ – ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?!
მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგაზე ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000 ბევრად მეტია და როგორ ბედავთ, რომ უმრავლესობის ნებას უგულებელყოფთ, შეურაცხყოფას აყენებთ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საშუალებით ცდილობთ, არჩევანი წაართვათ უმრავლესობას?!
კიდევ ერთი – თუკი აღიარებთ, რა სპექტაკლები დადგით, რატომ გადააწვევინეთ თბილისი, თქვენს ექსტრემისტ ახალგაზრდებს და ზოგადად რას ითხოვთ, თქვენ თვითონ თუ იცით?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.