ნინო ფოჩხუა ზვიად ძიძიგურზე: მართალია, მოღალატე და კორუმპირებულ ადამიანს არაფერი დაეჯერება, მაგრამ, როცა კამერების წინ ყელყელაობს, სიმართლეც შეიძლება წამოსცდეს, თურმე ოპოზიციისთვის ხმა 850 000 კაცს მიუცია, ამით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაც და მთლიანად არჩევნებიც აღიარა, ასე არ არის?

„მართალია, მოღალატე და კორუმპირებულ ადამიანს არაფერი დაეჯერება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა კამერების წინ ყელყელაობს, სიმართლეც შეიძლება წამოსცდეს“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა.
ფოჩხუას შეფასებით, ამ განცხადებით, ძიძიგურმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაც და მთლიანად არჩევნებიც აღიარა, ეს კი იმის დასტურია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„მართალია, მოღალატე და კორუმპირებულ ადამიანს არაფერი დაეჯერება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა კამერების წინ ყელყელაობს, სიმართლეც შეიძლება წამოსცდეს. თურმე არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმა 850 000 კაცს მიუცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ამით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაც და მთლიანად არჩევნებიც აღიარა, ასე არ არის?
ეს კი დასტურია იმის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა!“ – წერს ნინო ფოჩხუა.