leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზუგდიდში ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ოთხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად ექვსი ბაღის მშენებლობა და ოთხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სკოლამდელი დაწესებულებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად სოფელ ნარაზენში გაეცნო, სადაც 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ხორციელდება. ბაღთან ერთად მოწესრიგდება ეზო, განთავსდება გარე სათამაშო სივრცეც.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ზუგდიდში გასულ წელს 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

ასევე იხილეთ