იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამოქმედო გეგმა შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით 2025 წელს განსახორციელებელი აქტივობებისა და ვადების შესახებ.
სამოქმედო გეგმა იყოფა 5 თავად. პირველ და მეორე თავში წარმოდგენილია კანონშემოქმედებითი მიმართულებით და საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. მესამე თავში მოცემულია პარლამენტის მიერ ასარჩევ იმ თანამდებობის პირთა საკითხების განხილვის თაობაზე ინფორმაცია, რომელთა არჩევის საკითხსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
სამოქმედო გეგმის ბოლო ორი თავი ეთმობა კომიტეტის ღიაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ორგანიზაციული საკითხებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.