აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ამერიკელი კონსერვატიული აქტივისტის, ნედ რაიანის წიგნი წარადგინა – „ამერიკული ლევიათანი: ადმინისტრაციული სახელმწიფოს დაბადება და პროგრესული ავტორიტარიზმი“.
„თავის ახალ წიგნში ნედ რაიანი ავლენს „დიფ სთეითის“ ისტორიას, რომელმაც დაამყარა არაკონსტიტუციური კონტროლი ჩვენს ქვეყანაზე და სიკვდილი და განადგურება მოუტანა მსოფლიოს. ეს არ იყო ჩვენი დამფუძნებელი მამების ჩანაფიქრი. 5 ნოემბერს ჩვენ დავუბრუნეთ ძალაუფლება ხალხს!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.