„თუ შევხედავთ იმას, რასაც დასავლელი ელჩები აკეთებენ ინდოეთში, ჩემს ელჩებს ამის მცირე ნაწილი რომ გაეკეთებინათ, თქვენ ყველანი აღშფოთდებოდით – ვფიქრობ, აქ ორმაგი სტანდარტებია”, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი დემოკრატიას განიხილავდა, როგორც „დასავლურ მახასიათებელს“ და დაკავებული იყო „არადემოკრატიული ძალების“ წახალისებით გლობალურ სამხრეთში.
„იყო დრო, და ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ, როცა დასავლეთი დემოკრატიას მხოლოდ დასავლურ მახასიათებლად მიიჩნევდა და აქტიურად უჭერდა მხარს არადემოკრატიულ ძალებს გლობალურ სამხრეთში – და ამას დღემდე აგრძელებს. ბევრ შემთხვევაში, შემიძლია მაგალითად მოვიყვანო სიტუაციები, როდესაც ის, რასაც საკუთარ ქვეყნებში აფასებთ, უცხოეთში არ იცავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ გლობალური სამხრეთის დანარჩენი ნაწილიც დააკვირდება სხვა ქვეყნების წარმატებებს, ნაკლოვანებებსა და მათ პასუხებს სხვადასხვა გამოწვევაზე“, – აღნიშნა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა.