leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილმა მალტის სუვერენული ორდენის ელჩთან, ტეოდორიკო ნანისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის სუვერენული ორდენის ელჩთან, ტეოდორიკო ნანისთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მიმართულებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა მალტის სუვერენული ორდენის მიერ საქართველოში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა სხვადასხვა მიმართულებით და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მზაობა.

ასევე იხილეთ