leaderboard_below_slide
left_sabechdi

Financial Times: ტრამპმა შესაძლოა გაიყვანოს ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა გაიყვანოს ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთიდან და დასავლეთ ევროპიდან რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ Financial Times-ის მიმომხილველი გიდეონ რაჰმანი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი შესაძლოა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.

„ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, დათანხმდება აშშ-ის ჯარების გაყვანას ბალტიისპირეთიდან და შესაძლოა დასავლეთიდანაც, რაც ევროკავშირს დაუცველს დატოვებს რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიმართ“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე იხილეთ