leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობა ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ეს მუდმივად ასე იქნება

„ნაცმოძრაობა ხან ერთი პარტიის სახით, ხან დანაწევრებულად ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს და ა.შ. ეს მუდმივად ასე იქნება“, – ამის შესახებ გადაცემაში „მოროშკინას პოდკასტი“ პარლამენტის წევრი, საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია პარლამენტში „საგამოძიებო კომისიის“ შექმნა 2003-2012 წლებში რეჟიმის შეფასებასთან დაკავშირებით. „საგამოძიებო კომისია“, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა იმიტომ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს რეჟიმს, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და რომელიც უნდა გახდეს დასაბამი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“. ნაცმოძრაობა ხან ერთი პარტიის სახით, ხან დანაწევრებულად ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს და ა.შ. ეს მუდმივად ასე იქნება. გასაგებია, რომ ხალხი მათ არასოდეს არ აირჩევს. მტკიცებულება უამრავი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტია არ უნდა არსებობდეს და ამ კომისიის მიზანი გახლავთ ზუსტად ის, რომ ნათელი მოჰფინონ მათი რეჟიმის ტოტალიტარიზმს, დიქტატურას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ