leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს

„თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს”, – განაცხადა ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მინდა კიდევ ერთხელ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, ოჯახებს, მთელ საქართველოს, მივუსამძიმრო და უდიდესი მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რაც ბათუმში განვითარდა. თუკი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დავუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ