leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: კომისია იმსჯელებს და თუ ჩაითვლება საჭიროდ, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში გამოძიების დასაწყებად

„ჩვენ, კომისიას არ გვაქვს პროკურატურის ფუნქცია. ჩვენი მთავარი მიზანი ერთი მხრივ არის, ამ მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ დავდოთ სამართლებრივი დასკვნა, რის შემდგომაც შესაბამისი უწყებები გააუქმებენ ამ პარტიას, რეჟიმს და მეორე – თქვენ და თქვენმა მსგავსმა ადამიანებმა თავიანთი მაგალითები მოყვნენ. კომისია ამ ყველაფერს მტკიცებულებებში მოვუყრით თავს, კომისია იმსჯელებს და თუ ჩაითვლება საჭიროდ, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში გამოძიების დასაწყებად”, – ამის შესახებ გადაცემაში „მოროშკინას პოდკასტი“ პარლამენტის წევრი, საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

„საგამოძიებო კომისიაში“ იქნება ორი ფაქტორი. ჩვენთვის ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება – თუ უკვე გამოძიებულია და განაჩენი დამდგარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაინც არის ეს, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულება უნდა შევკრათ კომისიისთვის. ჩვენ ამ საკითხებს მოვუყრით თავს და შესაბამის უწყებებს გადავცემთ იმიტომ, რომ ჩვენ გამომძიებლის ფუნქცია არ შეგვიძლია შევასრულოთ. ჩვენ, კომისიას არ გვაქვს პროკურატურის ფუნქცია. ჩვენი მთავარი მიზანი ერთი მხრივ არის, ამ მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ დავდოთ სამართლებრივი დასკვნა, რის შემდგომაც შესაბამისი უწყებები გააუქმებენ ამ პარტიას, რეჟიმს და მეორე – თქვენ და თქვენმა მსგავსმა ადამიანებმა თავიანთი მაგალითები მოყვნენ. კომისია ამ ყველაფერს მტკიცებულებებში მოვუყრით თავს, კომისია იმსჯელებს და თუ ჩაითვლება საჭიროდ, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში გამოძიების დასაწყებად” – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე იხილეთ