leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც ყელყელაობენ დღეს და მორალზე მიუთითებენ სხვებს

„სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს რომლის წარმომადგენლების, აგერ ყელ-ყელაობენ დღეს და მორალზე და რაღაცებზე მიუთითებენ სხვებს”,– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე წარსულის ადამიანები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას და სახელისუფლებო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, რომ კიდევ უარესი გააკეთონ, იმიტომ რომ ისინი ძალიან ნანობენ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას.

„თქვენ ნახეთ, რომ საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებმა ფაქტობრივად, უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, თანამშრომლებთან გადაწყვიტეს გასაუბრება. პირველ რიგში, გარკვეული მიმართულებები, რომ აეღოთ და აქაც კი, მათ მონათხრობშიც კი, უდიდესი მავნებლობა გამოიკვეთა წინა რეჟიმების.

აქ იყო საუბარი ომთან, ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ემოციის გარეშე უწყებების თანამშრომლებსაც კი ვერ უსმენს ადამიანი მაშინ, როდესაც ჩვენ მაგალითად, რამდენიმე ათეული მოკლული ადამიანი შეიძლება ჩამოვთვალოთ ზეპირად და გაგვიჭირდეს, მაგრამ ასეთები იყვნენ ასეულობით. ამ რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ვიღაცას რაღაცაში ამუნათებენ. რამდენად მძიმეა მათი წარსული, აწმყოც და მომავალიც.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკურ შეფასება გავაკეთოთ, მაგრამ მეორეა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად მძიმე წარსულის ადამიანები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას და სახელისუფლებო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, რომ კიდევ უარესი გააკეთონ, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, ძალიან ნანობენ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას.

აქედან გამომდინარე, უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომისიამ, გარდა იმისა რაც ჩვენ უკვე ვიცით, გამოკვეთოს, საერთო ჯამში რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე, თავისი სახელი დაარქვას და ხშირად ვახსენებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ ნიურნბერგის პროცესზე გამოიკვეთა და სახელი დაერქვა, ფაშისტები რას აკეთებდნენ, ცალკე აღებული ბევრმა და ყველამ ყველაფერი იცოდა შეიძლება, მაგრამ ბევრმა შეიძლება რაღაც არ იცოდა.

როდესაც თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, გერმანიის მაგალითზე, დღეს ალბათ რბილად ვთქვათ და გაუჭირდება ვიღაცას პარტიის შექმნა, რომლის ფაშისტურ მიზნებზე ილაპარაკებდა ვინმე. ამას ყველა ერიდება და ბუნებრივად შეუძლებელია ამის გაკეთება, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად და ა.შ. ასეთივე სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც, ქართველის ასეთი კარგი სიტყვა გვაქვს – ყელყელაობენ დღეს და მორალზე და რაღაცებზე მიუთითებენ სხვებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ