გურამ მაჭარაშვილი: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში უკვე დაიწყო ის პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას

„ზღვა მასალა არსებობს, ყველაფერზე ჩვენ ვერ გავალთ და ვერ მივწვდებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებები იქნება იმდენი და ისეთი ხარისხის, რომ საგამოძიებო კომისია დასკვნას დადებს, რომელიც აუცილებლად გახდება, ჩემი აზრით, ამ პოლიტიკური რეჟიმის/პარტიის გაუქმების მიზეზი. კომისიას ამ ყველაფერზე ექნება მსჯელობა და შესაბამისი რეაგირება. ეს არის მიზანი”, – ამის შესახებ გადაცემაში „მოროშკინას პოდკასტი“ პარლამენტის წევრი, საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.
„საჭიროა ამ რეჟიმის დასრულება და ამ რეჟიმს ვერ დაასრულებ, ფაქტები და მტკიცებულებები არ გაქვს. ზღვა მასალა არსებობს, ყველაფერზე ჩვენ ვერ გავალთ და ვერ მივწვდებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებები იქნება იმდენი და ისეთი ხარისხის, რომ საგამოძიებო კომისია დასკვნას დადებს, რომელიც აუცილებლად გახდება, ჩემი აზრით, ამ პოლიტიკური რეჟიმის/პარტიის გაუქმების მიზეზი. კომისიას ამ ყველაფერზე ექნება მსჯელობა და შესაბამისი რეაგირება. ეს არის მიზანი”.
მაჭარაშვილის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყო ის პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას.
„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში უკვე დაიწყო ის პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას. რასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეროვნულ იდენტობაზე, ომზე, მშვიდობაზე – ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ არის უკვე დაწყებული. ჩვენ გუშინ ვნახეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში, რომელმაც 80% შემთხვევაში მინიმუმ ისაუბრა იმ რიტორიკით, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს არჩევნებში ჩარევა, რომ არ შეიძლება, დააფინანსო რადიკალური პროცესები და ა.შ. სამწუხაროდ ბევრი ახალგაზრდა აღმოჩნდა დეზინფორმაციის, „შავი ფულის“ მსხვერპლი” – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.