დავით ქართველიშვილი სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ნაცსექტის” მიერ სწორედ ამ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება ფიგურანტთა ფართო სპექტრის მიმართ

„სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ გააჟღერა მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე – ეს არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნილების ხორცშესხმა, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაუქმებული სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, ვინაიდან, სავარაუდოა, რომ ის ბევრ ეპიზოდს შეეხება.
„სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ გააჟღერა მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე – ეს არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნილების ხორცშესხმა.
საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაცსექტის მიერ სწორედ ამ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება ფიგურანტთა ფართო სპექტრის მიმართ.
დღეს კომისიის სხდომაზე მთავარი პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელს ეთხოვა, წერილობით გაეცა პასუხი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის – აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების თანამშრომლობის თაობაზე საოკუპაციო ძალების სარდლობასთან.
საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა – სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ ჯერ კიდევ თავისი მუშაობის დასაწყისშია. წარმატება ვუსურვოთ მას და ზოგადად, ქართველ პარლამენტარებს”, – წერს დავით ქართველიშვილი.