leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც გაბედა და მოახერხა ყველაზე პირველს ეთქვა ის სიმართლე, რასაც სამი წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები

„საქართველომ თავისი ხელისუფლებით, ხალხით, ამომრჩევლით, ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ერთი-ორი ქვეყანა გაკვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება USAID-ზე, გრანტებით დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობდა მთელი ცივილიზებული სამყარო მათ წინააღმდეგ იყო, დღეს კი ასეთები მხოლოდ „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ევრობიუროკრატები არიან.

„მთელმა მსოფლიომ დღეს დაინახა, რომ არსებობს ამ მსოფლიოში ერთი ღირსეული, პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო, გაბედა და მოახერხა ყველაზე წინ და ყველაზე პირველს ეთქვა ის სიმართლე, რასაც სამი წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები. ეს არ იყო მარტივი ამბავი და მარტივად გადასატანი ამბავიც არ იყო ამ ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში მე მარტო ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ვლაპარაკობ, სადაც შეიძლება სუბიექტური ვიყო და გასაგებია, მაგრამ საქართველომ, თავის ხელისუფლებით, ხალხით, ამომრჩევლით, ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ერთი-ორი ქვეყანა გაკვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ სიმართლის თქმა შევძელით ჩვენი საზოგადოებისთვის და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსთვის, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვან ევროპულ ნაწილში, ჯერაც კიდევ ამ სიმართლეს ისეთი გაჭრა არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს და როგორი გაჭრაც, ასე დავარქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ხალხმა ამერიკელმა ხალხმა, აირჩია ხელისუფლება, რომელმაც ამ სიმართლეზე ლაპარაკი გადაწყვიტა თავად. USAID-ზე, გრანტებით დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარებზე ჩვენ რომ ვლაპარაკობდით მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო. დღეს რჩება „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ევრობიუროკრატები, რომლებიც ასე ერთმანეთს ელაპარაკებიან. „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ადამიანები, საქართველოდან თუ ევროპის ქვეყნებიდან ზოგი ბიუროკრატი, დღესაც თანამდებობაზე მყოფი, ზოგი ყოფილი, საქართველოდან მათ შორის, იქაც ზოგი ყოფილი, ანუ აგენტურა ერთმანეთს ელაპარაკება, ამხნევებს და ერთმანეთს უწევს მორალურ, პიარულ დახმარებას, რომ მას თავიანთ ქვეყნებში ის ძველი „მავნებლური“, რეალურად დიდი ტყუილები, ისევე განავრცონ. ეს საქართველოში მაშინ არ გამოვიდა, როცა მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ჰქონდათ და მათი ლიდერების, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ვერბალურ დონეზე და ახლა მითუმეტეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ამაყი იმდენად, რომ ის იყო მოწინავე ამ საქმეშიც კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ