leaderboard_below_slide
left_sabechdi

კირ სტარმერი: აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს.

სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს, რადგან სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა შეხვდეს თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს.

ინფორმაციისთვის, პარიზში ელისეის სასახლეში, ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას კირ სტარმერიც იღებდა.

ასევე იხილეთ