სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია.
„შეხედეთ, როგორ სისასტიკეებს ჩადიან ისინი. თქვენ გინდათ, რომ დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე რამე ფიქრი იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა ტერიტორიების დათმობა არის შესაძლებელი? როგორ დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? მხოლოდ იშვიათი მეტალებით?,“ – აცხადებს ლავროვი.