ირაკლი ქადაგიშვილი გრანტების შესახებ კანონპროექტზე: ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება

“ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება”, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გრანტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ენჯეო სექტორმა თავისი პირდაპირი დანიშნულებით უნდა განახორციელონ საქმიანობა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სხვადასხვა ტიპის რევოლუციების მომზადებით.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის მნიშვნელოვანი. სპექტრი ამ საქმიანობისა, დაწყებული ბუნების დაცვიდან, დამთავრებული ადამიანის უფლებათა დაცვით, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი პირდაპირი დანიშნულებით შეასრულონ თავიანთი ამოცანები და არ იყვნენ (როგორც აქამდე ხშირად ხდებოდა) ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში კანონგარეშე ჩარევის და სხვადასხვა ტიპის რევოლუციების მომზადებით დაკავებულნი. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა სწორედ არასამთავრობო სექტორის განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.