„სახელმწიფოს ღალატის“ მუხლის აღდგენის შესახებ პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პარლამენტში დაინიცირდება და აღდგება მუხლი „სახელმწიფოს ღალატის“ („სამშობლოს ღალატის“) შესახებ.
ცნობისთვის: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (ჯაშუშობა, საბოტაჟი და სხვა) შესახებ სს კოდექსში შესაბამისი მუხლები არსებობდა, ოღონდ დეფინიცია „სახელმწიფოს ღალატი“) ამოღებულ იქნა 2008 წელს.
ალბათ, ამ დეფინიციის აღდგენასთან ერთად, უნდა გადაიხედოს საბოტაჟის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების მუხლები, რადგან მოძველებულია და არ შეესაბამება ახალ გამოწვევებს.
როგორც ამ ფოტოზე ხედავთ, ამ მუხლის აღდგენას დიდი ხანია ვითხოვ. ასევე, 4 წლის წინ სოცქსელში ჩატარებულ გამოკითხვაში, თითქმის ყოველი მეორე ითხოვდა ამ მუხლის აღდგენას. ეს მოთხოვნა ასევე ხშირად შემხვედრია კომენტარებში“, – წერს ამირან სალუქვაძე.